Quake3 - 2d - ორგანზომილებიანი არკადაა, სადაც შეიძლება ითამაშოთ კლასიკური DeathMatch, TeamDeathMatch, Capture The Flag და Domination. აღდგენილია ყველა იარაღი და ნივთები Quake III Arena-დან. შეიძლება ითამაშოთ როგორც hotseat (ორი მოთამაშე ერთ კომპიუტერზე), ისე ლოკალურ ქსელში და ინტერენეტში. ამავე დროს ინტერნეტით თამაში არაფრით ჩამოუვარდება LAN-ს იმის გათვალისწინებით რომ 2d თამაში დიდ გამტარუნარიანობას არ მოითხოვს დამაკავშირებელი ხაზისგან. ისევე, როგორც Quake-ში, NFK-შიც ბევრი რუქაა. თამაშს გააჩნია კონსოლი და საშუალება რომ ჩატვირთოთ საკუთარი კონფიგები. არსებობს მოდელების შეცვლის საშუალებაც, დემოების ჩაწერაც და შემდეგ ნახვაც. ზვერსკი თამაშია. :))